суббота, 21 декабря 2013 г.

მეცხრე დღე

დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა.დღეს პრეზენტაციების დღეა. ვღელავ როგორი გამოვა.იმედია თავი გავართვი არც თუ ისე მარტივ საქმეს.
  ძალიან შრომატევადი და ამავე დროს საინტერესო იყო ჩვენი ტრენინგი. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და თამუნას.
კარგი იქნება თუ შეიმქნება პროექტებით სწავლების ტრენინგ რესურსის  შემოკლებული ვარიანტი, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება კომპიუტერული  უნერჩვევები რაც შევისწავლეთ ამ პროექტის ფარგლებში.


воскресенье, 15 декабря 2013 г.

მერვე დღე

დღეს გავიარეთ  პროექტზე მუშაობის ტექნიკური მხარე. ვისწავლეთ პროექტის გამოქვეყნება ბლოგზე .ვემზადებით პრეზენტაციისთვის...

მეშვიდე დღე

დავამთავრეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. ვისწავლეთ როგორ უნდა ჩავრთოთ პროექტზე მუშაობაში ინკლუზიური ,განსაკუთრებული საჭიროების მქონე  და არაქართულენოვანი მოსწავლეები.

მეორე დღე

მართალია ჩვენ  ტრენინგ კურსის, ,,პროექტებით სწავლება ,, პირველი მოდული გავიარეთ მხოლოდ,მაგრამ საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მისი გამოყენება.აქამდე ყოველთვის მაინტერესებდა რა არის ბლოგი, როგორ და რისთვის იყენებენ მას?ახლა შესაძლებლობა მაქვს  გამოვიყენო  საკუთარი ბლოგი და საინტერესო გავხადო ჩემი პროფესიული საქმიანობა.
პირველ მოდულთან გაცნობით გავიგე ასევე  პროექტებით სწავლების ახალი და ძლიან საინტერესო მიდგომა,გავეცანთ გუგლის ახალ შესაძლებლობებს,ვისწავლე ბუკლეტის შექმნა,შავარჩიე ჩემის აზრით საინტერესო თემა,უკვე მაქვს მოკლე მონახაზი იმაზე თუ როგორ უნდა წარვმართო პროექტზე მუშაობა.
მიუხედავად იმისა ,რომ ძალიან შრომეტავადია აღნიშნული ტრენინგ -კურსი,ამავე დროს საჭირო,დროული და აქტუალური თანამედროვე პედაგოგისთვის,ასევე, კარგად არის გათვლილი მოსწავლეთა საჭროებებზე.მადლობა ასეთი საინტერესო ტრენინგის დაგეგვმისთვის. 

воскресенье, 8 декабря 2013 г.

მეექვსე დღე

დღეს გავიარეთ ის თუ როგორ უნდა მოვამზადოთ მოსწავლის   სავარაუდო ნაშრომი


ძალიან საინტერესო იყო კავშირების გაბმა დოკუმენტებს შორის



 გავეცანით ბლოგის შესაძლებლობებს,კერძოდ ,თუ როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ ჩვენი ნამუშევარი ბლოგზე



 ვისწავლეთ ასევე ნამუშევრების გამოქვეყნება საპრეზენტაციო ფაილების საცავში



 საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა დღემ...

суббота, 7 декабря 2013 г.

მეხუთე დღე

თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს .

დღეს გავეცანით power point-ის შესაძლებლობებს


განვიხილეთ შეფასების ფორმები


დავიწყეთ პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა